Monday, August 16, 2010

რა გვსურს მსოფლიოს ბავშვებისათვის

თითოეული ბავშვი ეკუთვნის ოჯახს, დაცულია და იზრდება სიყვარულითა და პატივისცემით

ყველა ბავშვი ეკუთვნის ოჯახს

ოჯახი არის საზოგადოების გული. ოჯახის ფარგლებში თითოეული ბავშვი არის დაცული და აქვს იმის შეგრძნება, რომ იგი ამ ოჯახის სასურველი წევრია. ბავშვები სწავლობენ ფასეულობებს, ინაწილებენ ვალდებულებებს და ამყარებენ ურთიერთობებს, რომელებიც ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. ოჯახური გარემო წარმოადგენს იმ მტკიცე საფუძველს, რომელზედაც აიგება მათი შემდგომი ცხოვრება.

ყველა ბავშვი იზრდება სიყვარულით

თითოეული ბავშვის მიიღება ისეთად, როგორიც ის არის და მათი სიყვარული შესაძლებელს ხდის ბავშვების ნდობის მოპოვებასა და ემოციური ჭრილობების შეხორცებას. ისინი სწავლობენ საკუთარი თავისა და სხვებისადმი ნდობასა და რწმენას. ასეთი თვით-რწმენის მქონე ბავშვს აქვს საკუთარი პოტენციალის შეცნობისა და განხორციელების რეალური შესაძლებლობა.

ყველა ბავშვი იზრდება პატივისცემით

თითოეულ ბავშვს უსმენენ და მათ ნათქვამს სერიოზულად აღიქვამენ. ბავშვები მონაწილეობენ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე; ბავშვებმა წამყვანი როლი უნდა შეასრულონ საკუთარ განვითარებაში. ბავშვი იზრდება პატივისცემითა და ღირსებით, როგორც მისი ოჯახის და საზოგადოების ძვირფასი წევრი.

ყველა ბავშვი იზრდება უსაფრთხოდ

ბავშვები დაცულნი არიან ძალადობის, მათი უგულვებელყოფისა და ექსპლოატაციისაგან და დაცული არიან ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ ომის დროს. ბავშვებს აქვთ თავშესაფარი, საკვები, ზრუნავენ მათ ჯანმრთელობასა და განათლებაზე. სწორედ ეს არის ბავშვთა ჯანსაღი განვითარებისათვის საჭირო ძირითადი მოთხოვნები.